ავტორი:

ემოციური კადრები სტადიონიდან - ხვიჩა კვარაცხელიას აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს: რა ხდებოდა მატჩის დაწყებამდე?

ემოციური კადრები სტადიონიდან - ხვიჩა კვარაცხელიას აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს: რა ხდებოდა მატჩის დაწყებამდე?

სერია A-ს მე-6 ტურს "ნაპოლისა" და "სპეციას" მატჩი გაიხსნა. გუნდების შეხვედრის დაწყებამდე იტალიის ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სპეციალური ჯიდლოთი დაასაჩუქრეს.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გასულ თვეში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ 2 გოლი "მონცას" გაუტანა, ხოლო 1 - "ვერონას".

ცნობისთვის, კვარაცხელიამ თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის "რომას" მოთამაშეს, პაულო დიბალას, "ატალანტას" ნახევარმცველს, ტეუნ კოპმაინერსს, "ინტერის" შემტევს, ლაუტარო მარტინესს და "იუვენტუსის" თავდამსხმელს, დუშან ვლაჰოვიჩს აჯობა.

ნახეთ ვიდეო: