ავტორი:

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ძმები დავით და გუგა კაკულიები გამოიკითხნენ

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ძმები დავით და გუგა კაკულიები გამოიკითხნენ

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ძმები დავით და გუგა კაკულიები გამოიკითხნენ. საქმის პროკურორი, გია შაიშმელაშვილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„არაერთხელ განვაცხადეთ, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა მოწმემ კონკრეტული საქმის ირგვლივ, ვიდრე სასამართლო განხილვა არ დასრულდება. იქამდე მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ მოგახსენოთ. საგამოძიებო მოქმედებების, მისი მიმდინარეობის შესახებ, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის მოწმეთა დაკითხვები, ასევე, სხვა რიგი საპროცესო მოქმედებები.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან მსჯავრდებულები.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებოდათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

ჭელიძეს 17 წლით, კავილაძეს კი, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოძიება ასევე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების გამოვლენასთან დაკავშირებით.