ავტორი:

"მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან დახმარების შესახებ" - რას აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება

"მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან დახმარების შესახებ" - რას აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადებების შესაბამისად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სომხეთმა საზღვარზე ესკალაციის მოგვარებასთან დაკავშირებით მიმართა.

"მჭიდრო კავშირში ვართ ბაქოსთან და ერევანთან. მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან, რომ დავეხმაროთ სიტუაციის მოგვარებაში არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად და ОДКБ-ს საშუალებით“, - აცხადებენ უწყებაში.

მათი მტკიცებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით.

"ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს, სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის მხრიდან საკონსულტაციო დახმარების გაწევით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: