ავტორი:

ალუდა ღუდუშაურის ამერიკული ვოიაჟის გაგრძელება: დეპუტატი "ტვ პირველს" სიცრუეში ადანაშაულებს

ალუდა ღუდუშაურის ამერიკული ვოიაჟის გაგრძელება: დეპუტატი "ტვ პირველს" სიცრუეში ადანაშაულებს

დეპუტატი ალუდა ღუდუშაური "ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფოტოსა და ისტორიას ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს. გუშინ ტელევიზიამ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სუფრასთან რამდენიმე ადამიანი ზის, მათ შორის ალუდა ღუდუშაური, რომელიც ხელით სახეს იფარავს.

ფოტოს აღწერაში ეწერა, რომ მათ სურათი და შეტყობინება ამერიკაში მცხოვრები ქართველისგან მიიღეს. მათი წყაროს ინფორმაციით, მან მოახერხა და ღუდუშაურთან დაახლოებით 2 საათი ისაუბრა, რა დროსაც დეპუტატმა მმართველი გუნდის პოლიტიკოსები "დებილ ოთხეულად მოიხსენია..."

დეპუტატის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა ნამდვილად მოხდა, მაგრამ მოქალაქემ პროვოკაციის მოწყობა სცადა და მას მხოლოდ 40 წუთით ესაუბრა.

ალუდა ღუდუშაური:

"საზოგადოება მიეჩვია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული ტელევიზიები საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროა. ეს მედიასაშუალებები ახერხებენ, რომ ყოველ ჯერზე უფრო გაუგონარი ტყუილი გაავრცელონ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა! ვადასტურებ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ დაწესებულებაში ნამდვილად მოხდა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 40 წუთის გამმავლობაში. “ტვ პირველის” საქციელი არის ამორალური, სრული დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს დეპუტატი ღუდუშაური ოჯახთან ერთად შტატებში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

იხილეთ ასევე: