ავტორი:

"დაწყევლილო ოკუპანტებო, წაეთრიეთ თქვენს რუსეთში!" - როგორ ეხმაურებიან უკრაინელები და რუსები ქართველი ქალების მიერ "სამარშრუტოდან" რუსი ტურისტების გაძევების ვიდეოს?

"დაწყევლილო ოკუპანტებო, წაეთრიეთ თქვენს რუსეთში!" - როგორ ეხმაურებიან უკრაინელები და რუსები ქართველი ქალების მიერ "სამარშრუტოდან" რუსი ტურისტების გაძევების ვიდეოს?

მეორე დღეა რუსული და უკრაინული მედია აქტიურად ავრცელებს ვიდეოს, რომელიც საქართველოშია გადაღებული. ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ აიძულებენ რუს ტურისტებს სამარშრუტო ტაქსიდან ჩასვლას, მოიხსენებენ მათ ოკუპანტებად და აცილებენ შეძახილებით "დიდება უკრაინას".

"თქვენ არავის სჭირდებით, დაწყევლილო ოკუპანტებო, წადით თქვენს რუსეთში!" - უყვირის მგზავრი ქალბატონი ტურისტებს.

როგორც ირკვევა, ტრანსპორტში მყოფმა ტურისტებმა იყვირეს ფრაზა "დიდება რუსეთსო", რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

"არ გაბედოთ საქართველოში ასეთი ლაპარაკი, თქვენ არავის სჭირდებით, არც ევროპაში, არც ამერიკაში და არც საქართველოში!" - ისმის კადრებში კიდევ ერთი ქართველი ქალბატონის ხმა.

პროკრემლისტური გამოცემა lenta.ru ირწმუნება, რომ ვიდეოში ნაჩვენები ტურისტები ყაზახეთიდან ჩამოსული რუსულენოვანი მოქალაქეები არიან. სტატიაში ლაპარაკია იმაზეც, რომ საქართველოში შესვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე პრობლემებს უქმნიან და რიგ შემთხვევაში საქართველოში არ უშვებენ. გამოცემის თქმით, თურქეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს გავლით მანქანით ჩავიდნენ ამ ქვეყანაში, შიშობენ, რომ უკან ამავე გზით ვეღარ დაბრუნდებიან.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო "ტელეგრამარხ" Protests in the World-ზეც გავრცელდა, საიდანაც არაერთმა უკრაინულმა გვერდმა გააზიარა. ვიდეოჩანაწერი მეტად პოპულარულია უკრაინულ სოციალურ ქსელში. უკრაინელები აღტაცებით აზიარებენ ვიდეოს, წერენ კომენტარებს, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • "სამართლიანი ქართველი გოგონები, მიუჩინეს ადგილი ოკუპანტებს"
  • "ვაღმერთებ ქართველებს"
  • "ომის დასრულების შემდეგ უკრაინის მოქალაქეები ჩავალთ საქართველოში, დასვენება ბათუმში, მცხეთაში, სიღნაღში, ქუთაისში, ბორჯომსა და ქობულეთში გაცილებით უკეთესი და კოლორიტულია, ვიდრე თურქეთში"
  • "დიდი მადლობა, ქართველებო, გვიყვარხართ, დიდება საქართველოსა და უკრაინას!"