ავტორი:

"ერთ ნაბიჯს რომ გადადგამს, მერე ქანაობს. რატომ ქანაობ-მეთქი. - ვკითხე, - რა ვქნა, მექანავებაო" - გიული ალასანია სააკაშვილზე

"ერთ ნაბიჯს რომ გადადგამს, მერე ქანაობს. რატომ ქანაობ-მეთქი. - ვკითხე, - რა ვქნა, მექანავებაო" - გიული ალასანია სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მისი შვილი სულ უფრო იკლებს წონაში, რის გამოც, გადაადგილება უჭირს.

"ყოველ დღე სუსტდება, ვხედავ იმას, რომ, პრაქტიკულად, უჭირს, წამოდგომა უჭირს, დაჯდომა უჭირს. ერთ ნაბიჯს რომ გადადგამს, მერე ქანაობს. -რატომ ქანაობ-მეთქი, - ვკითხე, - რა ვქნა მექანავებაო, - გამომიცხადა. სიახლეები ის იქნება, რომ უნდა მიიღონ ლიცენზიები. ვნახოთ, როდის დაინიშნება ეს სხდომა. მე ძალიან მეჩქარება, უკვე დიდი ხანია. იმედია, რომ ეს ყველაფერი ოპერატიულად მოხდება", - განაცხადა გიული ალასანიამ "ტვ პირველთან".

რამდენიმე დღის წინ გიული ალასანია აცხადებდა:

"ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა, მისი კუნთების ატროფია ხდება მუდმივად, ეს უსიამოვნო პროცესია, რომელსაც ვუყურებ. ლიცენზიებს ველოდებით, უკვე 2 კვირა გავიდა და ლიცენზიები არ არის, რა დონეზე ხდება დახარვეზება ვერ დავადგინე, ორივე მათგანი ცნობილი ექსპერტია. ჩემთან ამაზე არასდროს არ უსაუბრია, პირადად მე ვნანობ, რომ ჩამოვიდა”.