ავტორი:

სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა გეღარქუნიქში რუსეთის ფედერაციის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო ძალების დისლოკაციის პუნქტს დაარტყა

სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა გეღარქუნიქში რუსეთის ფედერაციის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო ძალების დისლოკაციის პუნქტს დაარტყა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქის ოლქში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალების განლაგების პუნქტს საარტილერიო დარტყმა მიაყენა, - ინფორმაციას სომხური მედია რუსულ "ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს თავდასხმის შედეგად დაზიანებული რუსი მესაზღვრეების შენობა და ავტომობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა დისლოკაციის ადგილი სასწრაფოდ დატოვეს.