ავტორი:

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი ავტომობილი შეჯახების შედეგად ამობრუნდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს გამოძიება.