ავტორი:

"ჩვენ შორს ვართ ომის დასრულებისგან" - გაეროს გენმდივანი პუტინთან საუბრის შემდეგ

"ჩვენ შორს ვართ ომის დასრულებისგან" - გაეროს გენმდივანი პუტინთან საუბრის შემდეგ

ჩვენ შორს ვართ ომის დასრულებისგან - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ჟურნალისტებს დღეს, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოს არ არის.

„ცეცხლის შეწყვეტა არ ჩანს. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ეს მოხდება”, - აღნიშნა გაეროს გენმდივანმა.

გუტერეშმა დასძინა, რომ მან პუტინთან სხვადასხვა საკითხები, მათ შორის მარცვლეულის შეთანხმება და რუსული ექსპორტის შესაძლებლობა განიხილა.

გარდა ამისა, მხარეებმა სამხედრო ტყვეების საკითხიც განიხილეს. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, პუტინმა მასთან საუბარში დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონში გასულ თვეს, ციხეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ფაქტების დამდგენ მისიას რაიმე დაბრკოლება არ ექნება.

ამასთან, გუტერეშმა განაცხადა, რომ მან და კრემლის ლიდერმა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზეც ისაუბრეს.