ავტორი:

"არცერთი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი... ეს არის საინფორმაციო დივერსია" - რას წერს ფაშინიანი გავრცელებულ ინფორმაციაზე, ყარაბაღის დათმობასთან დაკავშირებით?

"არცერთი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი... ეს არის საინფორმაციო დივერსია" - რას წერს ფაშინიანი გავრცელებულ ინფორმაციაზე, ყარაბაღის დათმობასთან დაკავშირებით?

ომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანმა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც, თითქოს სომხეთმა აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის დათმობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, შემდეგ კი ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

"ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ, არ დაემორჩილოთ მანიპულირებას. არც ერთი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც მზადდება ხელმოწერისთვის. ეს არის საინფორმაციო დივერსია, რომელსაც მიმართავენ არამეგობრული გარე ძალები, რათა დაარღვიონ ქვეყნის იმუნიტეტი“, - წერს ფაშინიანი ფეისბუქზე.