ავტორი:

რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციების ხელმძღვანელად ინიშნება

რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციების ხელმძღვანელად ინიშნება

ვებგვერდ kavkazr.com - ის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის 16 წლის შვილი ახმედ კადიროვი რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული ლიდერი ხდება. როგორც ირკვევა, უმცროსი კადიროვი "ახალგაზრდა თაობის აღზრდის ახალი იდეების" განსახილველად რუსეთის განათლების მინისტრ, სერგეი კრავცოვს შეხვდა.

რუსეთის ფედერალურმა მინისტრმა მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის მეთაური შვილის კანდიდატურას რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული ლიდერის პოსტზე. როგორც შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ახმედ კადიროვის ხელმძღვანელობის ქვეშ რეგიონის ყველა ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციის გაერთიანება მოხდება.

ამ პოსტზე კადიროვის შვილი საქმიანობა, როგორც ოფიციოზი ამტკიცებენ, მიმართული იქნება ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც "ჩეჩნების რესპუბლიკის "ბავშვებისა და ახალგაზრდების" ინტერესებს შეესაბამება.

რამზან კადიროვის შვილებს, ძმისშვილებს, დებს, ბიძაშვილებს და ბიძაშვილების შვილებს ჩეჩნეთში სხვადასხვა დროს 100-მდე მაღალი თანამდებობა ეკავათ საჯარო სამსახურში. მაგალითად, რამზან კადიროვმა უფროსი ქალიშვილი, აიშატ კადიროვა, 2021 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრად დანიშნა.

მანამდე, 2020 წლის დეკემბერში რამზან კადიროვის მეორე ქალიშვილი, ხადიჟატ კადიროვა, გროზნოს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტს ჩაუყენეს სათავეში