ავტორი:

"რუსებმა ხარკოვში მაღალი ღირებულების ტექნიკა მიატოვეს - რუსი სამხედროების ნაწილი პანიკაში ჩავარდნილი გაიქცა" - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

"რუსებმა ხარკოვში მაღალი ღირებულების ტექნიკა მიატოვეს - რუსი სამხედროების ნაწილი პანიკაში ჩავარდნილი გაიქცა" - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

უკრაინული ძალები აგრძელებენ ხარკოვის ოლქის ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კონტროლის კონსოლიდაციას. ბოლო კვირის განმავლობაში რუსული ძალების გაყვანის გზები განსხვავებული იყო. ზოგიერთმა ქვედანაყოფმა უკან დაიხია შედარებით წესრიგიანად, კონტროლის ქვეშ, ზოგი კი აშკარად პანიკაში ჩავარდნილი გაიქცა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსული ძალები უკან დახევის დროს მაღალი ღირებულების სამხედრო ტექნიკას ტოვებდნენ.

„უკრაინული ძალები აგრძელებენ ხარკოვის ოლქის ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კონტროლის კონსოლიდაციას. რუსული ძალები დიდწილად გაყვანილია მდინარე ოსკილის დასავლეთით მდებარე ტერიტორიიდან.

ბოლო კვირის განმავლობაში რუსული ძალების გაყვანის გზები განსხვავებული იყო. ზოგიერთმა ქვედანაყოფმა უკან დაიხია შედარებით წესრიგიანად, კონტროლის ქვეშ, ზოგი კი აშკარად პანიკაში ჩავარდნილი გაიქცა.

რუსული ძალების უკანდახევის შედეგად მიტოვებული მაღალი ღირებულების აღჭურვილობა მოიცავდა შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია რუსეთის არტილერიაზე ორიენტირებული ომის სტილის უზრუნველსაყოფად. მათ შორის არის მინიმუმ ერთი ZOOPARK-ის სარადარო კომპლექსი და მინიმუმ ერთი IV14 საარტილერიო საკონტროლო მანქანა“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე შეფასებით, ტექნიკის ასეთი მიტოვება ხაზს უსვამს ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფის დეზორგანიზებულ უკან დახევას და მართვასა და კონტროლთან დაკავშირებულ დარღვევებს.

ნახეთ ასევე: