ავტორი:

"სოსო გოგაშვილის საკუთრებაში არსებული არც ერთი ქონება დაყადაღებული არაა, დაყადაღებულია მისი ოჯახის წევრების, მეგობრების ქონება" - ადვოკატი

"სოსო გოგაშვილის საკუთრებაში არსებული არც ერთი ქონება დაყადაღებული არაა, დაყადაღებულია მისი ოჯახის წევრების, მეგობრების ქონება" - ადვოკატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ბრალდებულ სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ნათესავების კუთვნილი ქონების სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საფუძველზე დაყადაღება გოგაშვილის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ დღეს გაასაჩივრა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩინჩალაძე განმარტავს, სასამართლოს არაკანონიერი განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი გარემოცვის ქონება, თუმცა, როგორც ადვოკატი განმარტავს, თავად გოგაშვილის კუთვნილი ქონება დაყადაღებული არ არის.

ჩინჩალაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალდებას ეჭვი აქვს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ახლობლების ქონება, გოგაშვილს ეკუთვნის.

„იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ნათესავების ქონებას, სასამართლოს უკანონო განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო. ჩვენ მოვიპოვეთ დაყადაღებული ქონების შეძენის შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები და დავადასტურებთ მომავალშიც, რომ აღნიშნული ქონების შეძენისას არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა და არანაირი ფინანსური მონაწილეობა იოსებ გოგაშვილს ამ ქონების შეძენაში მიღებული არ აქვს. შესაბამისად, მესაკუთრეებმა ეს ქონება იოსებ გოგაშვილისგან დამოუკიდებლად, საკუთარი ფინანსური რესუსით შეიძინეს. ამის მტკიცებულებები ამ მოკლე პერიოდში ჩვენ უკვე მოვიპოვეთ, 48 საათი ძალიან მოკლე დროა სრულყოფილად მტკიცებულებების მოსაპოვებლად, მაგრამ რაც გვაქვს, საკმარისია. მომავალში კიდევ დამატებით მტკიცებულებებსაც წარვადგენთ საქმეზე.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ კანონით დადგენილ 48 საათში გავასაჩივრეთ. საჩივარს თან დავურთეთ ბევრი მტკიცებულება, რაც აღნიშნული ქონების შეძენის კანონიერებას ადასტურებს. უშუალდ, იოსებ გოგაშვილის საკუთრებაში არსებული არც ერთი ქონება დაყადაღებული არ არის, დაყადაღებულია მხოლოდ ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების ქონება. იოსებ გოგაშვილი წლების განმავლობაში თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას ავსებდა და მას ბუნებრივია, ჰქონდა და აქვს შეძენილი ის ქონება, რაც აქვს. ალბათ, სახელმწიფო ბრალდებას ჰგონია, რომ მისი ოჯახის წევრების სახელზე, ან მეგობრების მიერ შეძენილი ქონება რაიმე კავშირშია იოსებ გოგაშვილთან, თუმცა, ეს არის რაღაც თეორიული მოსაზრება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ გააჩნია და ვერც მომავალში ვერ ექნება, რადგან დაყადაღებულ ყველა ქონებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ კონკრეტული მტკიცებულებებია მოპოვებული, თუ ვინ და როგორ შეიძინა აღნიშნული ქონება“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ყადაღებული არაა, დაყადაღებულია მისი ოჯახის წევრების, მეგობრების ქონება" - ადვოკატი