ავტორი:

რას ამბობს კობახიძე პრემიერ ღარიბაშვილის შეცვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

რას ამბობს კობახიძე პრემიერ ღარიბაშვილის შეცვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლას.

მისივე თქმით, „მსგავსი ჭორების გავრცელების მიზეზი მხოლოდ ის სისუსტეა, რომელსაც ოპოზიცია ავლენს“.

"სრული სისუსტის გამოვლინებაა რასაც ვხედავთ ოპოზიციის სახით, ასეთ დროს გორდება ხოლმე გარკვეული ჭორები სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობის პირებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს. ამის მიზეზი არის ერთადერთი რამ, ის სისუსტე, რომელსაც ავლენს ოპოზიცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.