ავტორი:

"ამ ბორკილებს დაგადებთ ღარიბაშვილო და ბრეგაძე" - პოლიციამ კახა კუკავა დააკავა: ხმაური ლოტკინის დასახლებაში

"ამ ბორკილებს დაგადებთ ღარიბაშვილო და ბრეგაძე" - პოლიციამ კახა კუკავა დააკავა: ხმაური ლოტკინის დასახლებაში

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ხმაურია - აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება დაიწყეს, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს.

მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

“იმიტომ მიჭერენ, რომ მევახშეების წინააღმდეგ ვარ. ეს არის პირადად ღარიბაშვილის და ბრეგაძის დავალება. თუ ჰგონიათ, რომ პირველად მიჭერენ და ამათი ბორკილების მეშინია... ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო და ბრეგაძე!” – განაცხადა კახა კუკავამ „ტვ პირველთან“.

ნახეთ ვიდეო: