ავტორი:

"არაკაცის არაკაცო" - რას პასუხობს ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს?

"არაკაცის არაკაცო" - რას პასუხობს ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს?

"ნაციონალური მოძარობის" თავმჯდომარე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს "ფეისბუქ-გვერდზე" პასუხობს.

"კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ. კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა - მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს. ჰოდა, არაკაცის არაკაცო! უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას. დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდით, თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ", - წერს მელია.

შეგახსენებთ, კობახიძემ ამ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიაზე ისაუბრა და განაცხადა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არის კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე. რეალური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად ასე ძლიერ ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და ამ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ფორმალური თავმჯდომარეც არის“.

იხილეთ ასევე: