ავტორი:

წყალტუბოში მომხდარ ავარიას 29 და 27 წლის ბიძაშვილები შეეწირნენ

წყალტუბოში მომხდარ ავარიას 29 და 27 წლის ბიძაშვილები შეეწირნენ

წყალტუბოში, სანატორიუმ “საქართველოს” ყოფილ შენობასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპნენ ერთმანეთის მოსახელე ბიძაშვილები - 2 გიორგი - 29 წლის და 27 წლის ახალგაზრდები, გვარად ედიბერიძეები.

"შემზარავი და ცივი შემოდგომა დაგვიდგა თითეულ ჩვენთაგანს… მეხის გავარდნას გავდა ამ ვაჟკაცების ამბავი! სიტყვები როგორი უძლურია. სიტყვა არ მომეძებნება ლექსიკონში, რომ მათი ოჯახები ვანუგეშო", - წერს სოციალურ ქსელში მათი ახლობელი.

ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.