ავტორი:

"დიახ, წარწერები, რომელიც დღეს გამოჩნდა ქალაქში ეძღვნება ნიკო კვარაცხელიას... დიახ, არა ღალატს!" - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?

"დიახ, წარწერები, რომელიც დღეს გამოჩნდა ქალაქში ეძღვნება ნიკო კვარაცხელიას... დიახ, არა ღალატს!" - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?

ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე ადასტურებს, რომ ქალაქში გაჩენილი წარწერები მის შვილს ეძღვნება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ნიკო კვარაცხელიას თანადგომა ახალგაზრდებმა ამ ფორმით გამოუცხადეს.

"ჩემთვის ძალიან ძვირფასო ადამიანებო ჟურნალისტებო, იცოდეთ განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი, იმ თანადგომის გამო რასაც გამოხატავთ ჩვენი ოჯახის მიმართ. მაპატიეთ, რომ სატელევიზიო კომენტარს ვერ ვაკეთებ, მძიმე ეომოციური ფონის გამო... დავწერ ყველაფერს, კითხვაზე, თუ რას ნიშნავს წარწერები, რომელიც დღეს გამოჩნდა ქალაქში და ეძღვნება თუ არა ნიკო კვარაცხელიას, გეტყვით რომ დიახ!

მას ეძღვნება, ძალიან მაგარმა ახლაგაზრდებმა მხარში დგომა გამოუცხადეს ნიკოს იდეას და დააფიქსირეს რომ მომავალს ნამდვილად ვერავინ ვერ გაექცევა, დიახ მომავალი ნამდვილად პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებისაა…

არა კაცთ კვლას! დიახ არა ღალატს და არა ყველა დროის შეუმდგარობას!!! დიდი მადლობა ახალგაზრდებო, მეც მქონდა იდეა, გრაფიტით ანჯაფარიძის ქუჩაზე კედლის მოხატვისა, მაგრამ…ღვთის შეწევნით გავა დრო და ნიკო ამასაც შეძლებს" - წერს კვარაცხელიას დედა.

ნახეთ ასევე: