ავტორი:

"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებს ჰქვია მახვილი მედიის კისერზე" - ლაშა ტუღუში

"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებს ჰქვია მახვილი მედიის კისერზე" - ლაშა ტუღუში

"მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილებებს ცენზურა არ ჰქვია, ამას ჰქვია მახვილი მედიის კისერზე, - ამის შესახებ ფონდ "ლიბერალური აკადემიის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ "მაუწყებლის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.

ლაშა ტუღუშის შეფასებით, მექანიზმები, რომელიც კანონში ცვლილების შედეგად შემოაქვთ, სახიფათოა და შეიძლება ცუდად დასრულდეს.

"ამ კანონპროექტში არის სამი პუნქტი, რომელიც ძალიან საშიშია და ვფიქრობ, რომ და ჩემი აზრით, ეს არის ნაღმი, რომელზეც შეიძლება დასვან მედია და როცა უნდათ ააფეთქონ, ეს სამი პუნქტი ასეთი ფორმით თუ იქნა მიღებული, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითად, ჯარიმების პრაქტიკა იცვლება და მარეგულირებელ კომისიას შეუძლია დაგაჯარიმოს/ თუ თქვენ მედია ხართ და დაგაჯარიმათ და თუ თქვენ გაასაჩივრებთ, დღევანდელი კანონმდებლობით ჯარიმა არ შედის ძალაში, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მართალი ხარ თუ არა ხარ მართალი, მანამდე გაჩერებულია ეს პროცესი. ახლა შემოაქვთ ისეთი ცვლილება, რომ თუ დაგაჯარიმა მარეგულირებელმა კომისიამ, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დაბალი სტანდარტით იხილავს, ვიდრე სასამართლოა, მაშინ შენ პირდაპირ გახდევინებენ ამას და გინდა იჩივლო, გინდა არ იჩივლო. შეიძლება მოიგო პროცესი ორი წლის შემდეგ, მაგრამ უკვე ხარ გაკოტრებული, ან უკვე გაქვს ისეთი მძიმე მდგომარეობა ფინანსური, რომ ვერც გაიმართები წელში.

მარეგულირებელ კომისიაზე ბევრი ამბობს, რომ გარკვეული გავლენები არსებობს. კი ჰქვიათ სათაურში დამოუკიდებელი, მაგრამ თქვენც იცით და მეც ვიცი, როგორ შეიძლება ეს იყოს გამოყენებული...

ამას ცენზურა არ ჰქვია, მაგრამ ამას ჰქვია მახვილი მედიის კისერზე. ცენზურა არ არის, ცენზურა წინასწარი კონტროლია, ეს სხვა რამეა, მაგრამ ძალიან სახიფათოა. კიდეა არის სხვა რაღაცები, მაგალითად სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ანალოგიური ვითარებაა, როცა ეს თვითრეგულირება აქ შემოდის, გადადის ესეც მარეგულირებელი კომისიაში. შინაარსში შემოჰყავთ ორგანო, რომელიც შინაარსში არ უნდა შემოდიოდეს წესით და რიგით. კიდევ არის პასუხის უფლება, რომელიც ნიშნავს იმას, რომ თუ ჩათვალა იმან, რომ შენ არასათანადოდ გააცემინე პასუხი, დაგაჯარიმებენ, კიდევ უარესი, შეიძლება რომელიმე ჯერზე ავტორიზაცია გაგიუქმონ, ანუ საერთოდ გაგაუქმონ, როგორც მედია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მექანიზმები, რომელიც შემოაქვთ სახიფათოა. დანარჩენი ნაწილი მნიშვნელოვანია, ევროდირექტივაა, მისაღებია, მაგრამ ეს გააჩერონ იმიტომ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.