ავტორი:

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა, შესაძლოა, თავისი ჯარები სირიიდან უკრაინაში გადაისროლოს

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა, შესაძლოა, თავისი ჯარები სირიიდან უკრაინაში გადაისროლოს

რუსეთს სირიიდან გარკვეული სამხედრო რესურსი თანდათან გაჰყავს, რათა უკრაინაზე ფოკუსირდეს, - ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რუსეთმა თურქეთს სირიის ლიდერ ბაშარ ასადთან ურთიერთობების ნორმალიზება სთხოვა იმისთვის, რომ "სირიაში კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა დაჩქარდეს“.

"რუსეთს სურს, რომ სირიამ და თურქეთმა დაძლიონ თავიანთი პრობლემები და მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებებს, რომლებიც შედის როგორც თურქეთის, ასევე სირიის ინტერესებში“, - განაცხადა თურქმა ჩინოვნიკმა.

ამასთან, დამასკოს მოკავშირე წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთი სირიას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს, რადგან მოსკოვი ცდილობს გააძლიეროს საკუთარი და ასადის პოზიციები იმ შემთხვევაში, თუ მას მოუწევს ძალების გადაყვანა უკრაინაში, სადაც მან მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა გასული კვირის განმავლობაში.