ავტორი:

"რაზე შეიძლება მოუსმინო პრეზიდენტს? მისი საჯარო განცხადებებიც კი აბსოლუტურად გაუგებარია და რთულია აზრი გამოიტანო" - ალუდა ღუდუშაური

"რაზე შეიძლება მოუსმინო პრეზიდენტს? მისი საჯარო განცხადებებიც კი აბსოლუტურად გაუგებარია და რთულია აზრი გამოიტანო" - ალუდა ღუდუშაური

პრეზიდენტის განცხადებებიც კი აბსოლუტურად გაუგებარია, როცა საჯაროდ საუბრობს, იქაც კი ძალიან რთულია ბოლომდე მოუსმინო და აზრი გამოიტანო - მისი დამატებით მოსმენა წარმომიდგენია, რამხელა სირთულესთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად რელევანტური იყო ირაკლი კობახიძის შეფასება მოსმენების თაობაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

მისი თქმით, "თუ პრეზიდენტი ვინმეს აპოკალიფტურ სურათზე ესაუბრება, ეს ცალკე საკითხია", თუმცა, გაუგებარია სვანეთში მის მოგზაურობაზე "ვის რა უნდა მოესმინა".

"არ ვიცი ქალბატონი პრეზიდენტი რაზე საუბრობს და მისი პირადი საუბრები არც საინტერესოა ჩემთვის და არც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. რაზე შეიძლება მოუსმინო პრეზიდენტს, მისი საჯარო განცხადებებიც კი აბსოლუტურად გაუგებარია და როცა საჯაროდ საუბრობს, იქაც კი ძალიან რთულია ბოლომდე მოუსმინო და აზრი გამოიტანო, მისი დამატებით მოსმენა წარმომიდგენია, რამდენად სირთულესთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტმა არ უნდა გამოიყენოს თავის ტრიბუნა და საჯარო მიმართვის ფორმატი, რომ სრულიად დაუსაბუთებლად საუბრობდეს რაღაც აღქმებზე და განცდებზე. თუ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ისეთ რაღაცებზე საუბრობს, რომელიც შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს და აპოკალიფტურ სურათზე შეიძლება ესაუბრობოდეს ვინმეს, ეს ცალკე საკითხია და შეგიძლიათ ჰკითხოთ, მაგრამ რაზეც საუბრობს, რომ მაგალითად, სვანეთში იმოგზაურა და შარშან ტურნე ჩაატარა, ამაზე ვის რა უნდა მოესმინა? თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოსმენებთან დაკავშირებით გამოეხმაურა და განაცხადა - „ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება?!" ირაკლი კობახიძის თქმით, მისი „მოსმენა უფრო საინტერესოა, რადგან ის ბევრი ინფორმაციის მატარებელია“. კობახიძე ამით პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ "ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ".