ავტორი:

"აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-ია, მაგრამ ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი

"აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-ია, მაგრამ ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე 14 სექტემბრის ღამეს მომხდარ შეტაკებას მინიმუმ 135 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"14 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არაერთმა წარმომადგენელმა, ჯარისკაცებმა თავდაუზოგავად შესწირეს სიცოცხლე სამშობლოს დასაცავად. დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ არ არის საბოლოო. ბევრი დაშავებულია“, - განაცხადა ფაშინიანმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებისას.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ოპერაციული სიტუაცია შედარებით მშვიდია.

„გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათ წინაშე დასახული ამოცანის შესრულება“, – განაცხადა მინისტრმა.