ავტორი:

ვრცელდება ვიდეო, სადაც "ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი პატიმრებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ გათავისუფლებას სთავაზობს

ვრცელდება ვიდეო, სადაც "ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი პატიმრებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ გათავისუფლებას სთავაზობს

"ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ვისაც არ სურს მსჯავრდებულების საბრძოლველად გაგზავნა, მათ ნაცვლად თავიანთი შვილები უნდა გააგზავნონ. "ან კერძო სამხედრო კომპანიები და პატიმრები, ან თქვენი შვილები – თავად გადაწყვიტეთ“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.

"ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ, ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის, უკრაინაში საბრძოლველად პატიმრების გადაბირებას ცდილობს. კერძოდ, ვიდეოში ისმის, რომ ის პატიმრებს უკრაინაში 6-თვიანი ბრძოლის სანაცვლოდ გათავისუფლებას სთავაზობს.

"ექვს თვეს თუ იმსახურებთ, გათავისუფლდებით“, - აცხადებს პრიგოჟინი, მაგრამ პატიმრებს აფრთხილებს, რომ დეზერტირობის შემთხვევაში მათ დახვრეტენ.