ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია

დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირად "ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.

"ეს იყო ჩვენი მეომრების უპრეცედენტო წინსვლა. უკრაინელებმა კვლავ მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა“, - წერია ზელენსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდrოულად მან აღნიშნა, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთის არმია ხუთ თვეზე მეტხანს იმყოფებოდა.

"და ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტებს არც კი უცდიათ ხალხისთვის რაიმე გაეკეთებინათ, მხოლოდ ანადგურებდნენ, ართმევდნენ, მიჰქონდათ. მათ დატოვეს გაპარტახებული სოფლები და ზოგიერთ მათგანში ერთი გადარჩენილი სახლიც კი არ არის. რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის მოტანა არ შეუძლია“, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.