ავტორი:

"უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ - ნატო-სა და ევროკავშირს... აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ" - გერმანიის კანცლერი

"უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ - ნატო-სა და ევროკავშირს... აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ" - გერმანიის კანცლერი

გერმანიამ და ევროპამ პუტინის ამბიციებს ძლიერი ჯარები უნდა დაუპირისპიროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესვერის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მძიმედ შეიარაღებული ბირთვული სახელმწიფო, რუსეთის სახით, ძალის გამოყენებით ცდილობს ევროპაში საზღვრების შეცვლას და ეს რომ გამოსულიყო, ევროპა მრავალი წლით დაიხევდა უკან.

"ამაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც არ გაუგია და არ წაუკითხავს რას ამბობს და წერს პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც სურს რუსეთის იმპერიალურ ძალად ჩამოყალიბება და ამავდროულად თავში ცარისტული რუსეთისა და სსრკ-ის დროინდელი რუკები აქვს“, - განაცხადა კანცლერმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ამასთან დასაპირისპირებლად გერმანიასა და მთლიანად ევროპას სჭირდება ძლიერი ჯარების ჩამოყალიბება.

"უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ, ნატო-სა და ევროკავშირს, რომელსაც პუტინი, სხვათა შორის, არასოდეს აღიქვამდა სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე და ვის წინააღმდეგაც იბრძოდა“, - თქვა შოლცმა.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ცივი ომის შემდგომ წლებში ბევრმა პოლიტიკოსმა, ბიზნესმენმა და მოქალაქემ ირწმუნა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და დღეს აქედან გაკვეთილი გამოიტანა.

"რუსეთის მოტივების სიცხადეს, ყოველ შემთხვევაში სანამ პუტინი პრეზიდენტია, კიდევ ერთი შედეგი აქვს: აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. პუტინის რუსეთი კი ნატოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა შოლცმა.

"ინტერპრესნიუსი"