ავტორი:

ოკუპირებული ბერდიანსკის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მეუღლესთან ერთად მოკლეს

ოკუპირებული ბერდიანსკის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მეუღლესთან ერთად მოკლეს

ქალაქ ბერდიანსკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ ბოიკო მეუღლესთან ერთად მოკლეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბერდიანსკის ე.წ. "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე საბინაო და კომუნალური მომსახურების საკითხებში“ ოლეგ ბოიკო და მისი მეუღლე, ლუდმილა ბოიკო, რომელიც „რეფერენდუმის საქალაქო საარჩევნო კომისიას“ ხელმძღვანელობდა, თავიანთ ავტოფარეხთან მოკლეს.

მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.