ავტორი:

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე" - პუტინი

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე" - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, "რათა უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს", მაგრამ, მისი თქმით, კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე და სამხედრო გზით წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა.

"მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვიცი თქვენი შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს.

სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ - უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიაღწიოს თავის მიზნებს სამხედრო გზით, როგორც თავად ამბობენ - ბრძოლის ველზე“, - განაცხადა პუტინმა.