ავტორი:

"ჩვენს რეპორტიორებს არ უნახავთ ცხედრები კისერზე თოკით" - "როიტერსის" ინფორმაციით, იზიუმის მასობრივ სამარხებზე მათ მიერ გავრცელებული სტატია არასწორი იყო

"ჩვენს რეპორტიორებს არ უნახავთ ცხედრები კისერზე თოკით" - "როიტერსის" ინფორმაციით, იზიუმის მასობრივ სამარხებზე მათ მიერ გავრცელებული სტატია არასწორი იყო

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ დღეს მის მიერ იზიუმში, მასობრივ საფლავში აღმოჩენილ ცხედრებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ სტატია არასწორია.

„როიტერსის რეპორტიორებს არ უნახავთ ცხედრები კისერზე თოკით“, - განმარტავს საინფორმაციო სააგენტო.

თუმცა, მანამდე „როიტერსმა“ საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ იზიუმში, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა.

შეგახსენებთ, მედიასაშუალების ვეგ-გვერდზე აღნიშნულზე სტატია ახლა აღარ იძებნება.

ნახეთ ასევე: