ავტორი:

"მკვლელები. მწამებლები... ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს" - ზელენსკიმ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის ფოტოები "ტელეგრამზე" გაავრცელა: რას წერს პრეზიდენტი?

"მკვლელები. მწამებლები... ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს" - ზელენსკიმ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის ფოტოები "ტელეგრამზე" გაავრცელა: რას წერს პრეზიდენტი?

ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავთან დაკავშირებით განაცხადა და "ტელეგრამის" საკუთარ არხზე შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

უკრაინის პირველმა პირმა დაგმო რუსეთი და მას „მკვლელი“ და „მწამებელი” უწოდა.

„მსოფლიო, რომელშიც არ უნდა იყოს სისასტიკე და ტერორიზმი, მაგრამ ეს ყველაფერი იქ არის და მისი სახელი რუსეთია”, - დასძინა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი მხოლოდ სიკვდილსა და ტანჯვას ტოვებს.

"მკვლელები. მწამებლები. არაფერი ადამიანურის არმქონენი. თქვენ ვერ გაიქცევით. თქვენ ვერ დაიმალებით. დამსახურებული სასჯელის მიზღვა სამართლიანად შემაძრწუნებელი იქნება. ყოველი უკრაინელისთვის, ყოველი წამებული სულისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს, რომელთაც წამების ნიშნები აღენიშნებათ.