ავტორი:

სოფელი, რომელიც ხალხმა წლების წინ მიატოვა, შემდეგ კი მას ბუნება "დაეპატრონა" - მისტიური ჰოუტუვანის ისტორია: როგორ გახდა პოპულარული ჩინეთის უკაცრიელი ადგილი?

სოფელი, რომელიც ხალხმა წლების წინ მიატოვა, შემდეგ კი მას ბუნება "დაეპატრონა" - მისტიური ჰოუტუვანის ისტორია: როგორ გახდა პოპულარული ჩინეთის უკაცრიელი ადგილი?

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაპირზე, კუნძულ შენგშანზე მდებარე მიტოვებული სოფელი ჰოუტუვანი სამოგზაუროდ უჩვეულო ადგილი და ინტერნეტ სენსაციაა. სოფელში, 1980-იან წლებში, 3 000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობდა, რომელთაგან უმეტესობა მეთევზე იყო.

თუმცა, იმის გამო, რომ სოფელი მიუდგომელი იყო, მაცხოვრებლებმა 90-იან წლებში გადასახლება დაიწყეს. 2002 წელს ჰოუტუვანი ოფიციალურად დაცარიელდა და გვერდზე მდებარე სოფელთან გაერთიანდა. მას შემდეგ, უკაცრიელი სოფელი ბუნების "მფლობელობაში" გადავიდა - ყველა გზა, ბილიკი, სახლები ხავსმა და მცენარეებმა დაფარა.

ჩინურ სოციალურ ქსელებში ჰოუტუვანმა პოპულარობა 2015 წელს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში სოფლის ულამაზესი ფოტოების სერია გავრცელდა. ამან შენგსის არქიპელაგის ოფიციალური პირები ტურისტების უეცარი ზრდის გამო შეაშფოთა, რადგან სოფელი არ იყო აღჭურვილი ტურისტების მისაღებად.

მას შემდეგ, 2017 წლისთვის, დასრულდა ჰოუტუვანის დაგეგმარება და ახალი პლატფორმაც გაიხსნა, რომელიც სოფლის შორიდან დათვალიერების საშუალებას იძლევა და ბილეთის ფასი მხოლოდ 3$-ია, მთელი სოფლის დათვალიერება კი 8$ ღირს. თუ მოისურვებთ, კუნძულზე ღამის გასათევი სასტუმროებიცაა, სადაც საუზმესაც სთავაზობენ დამთვალიერებლებს.

მხოლოდ ამან, 2017 წელს 100 000 დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა სოფელს. შენგშანის კუნძული, სადაც სოფელი ჰოუტუვანი მდებარეობს, მეზობელ გოუჩის კუნძულთან ერთად ცნობილია თავისი ზღვის პროდუქტებით. სოფლის დასათვალიერებლად საუკეთესო სეზონი ზაფხულია, როცა მცენარეულობა ყვავის. არქიპელაგი თავად შანხაელებისთვისაც საუკეთესო ადგილი გახდა შაბათ-კვირის გასატარებლად, ვინაიდან აქ 400-ზე მეტი კუნძულია განლაგებული.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა