ავტორი:

სასამართლოში სოსო გოგაშვილის ცოლის და გამოიკითხა - "მან უპასუხა, რა შემოსავალიც ჰქონდა და როგორ იყიდა ეს ქონება"

სასამართლოში სოსო გოგაშვილის ცოლის და გამოიკითხა - "მან უპასუხა, რა შემოსავალიც ჰქონდა და როგორ იყიდა ეს ქონება"

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლის და, ხათუნა მარტყოფლიშვილი გამოიკითხა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს მარტყოფლიშვილი თითქმის 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. მარტყოფლიშვილი სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი უახლოესი გარემოცვის დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებით დაიკითხა.

როგორც გოგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, დიმიტრი ღონღაძემ განაცხადა, ქონების გარკვეული ნაწილი ხათუნა მარტყოფლიშვილს დაუყადაღეს.

"დაგიდასტურებთ ინფორმაციას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, ის გაფრთხილებულია გამოძიების მასალების გაუხმაურებლობაზე და დეტალებს ვერ მოგახსენებთ. კითხვები მათ შორის, დაყადაღებულ ქონებას უკავშირდებოდა, რა ინფორმაციასაც ის ფლობდა, გამოძიებას მიაწოდა, დაყადაღებულია მისი გარკვეული ქონებაც. ქონების ირგვლივ ყველა კითხვა იყო დასმული, საკმაოდ ბევრი კითხვა იყო.

მან უპასუხა, რა შემოსავალიც ჰქონდა და როგორ იყიდა ეს ქონება, შემოსავლის გარეშე, როგორ იყიდდა? დეკლარაციაში ფიქსირდება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მან ინფორმაცია მიაწოდა, რა სახსრებით შეიძინა ქონება",- განაცხადა ღონღაძემ.