ავტორი:

ხულოში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ნაგებობა დაიწვა.

როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახს, ზარალს მერიაში შექმნილი კომისია შეისწავლის და ოჯახებს დახმარებას როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, ასევე აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაუწევენ.

“ხანძარმა მთლიანად გაანადგურა სახლები და დამხმარე ნაგებობები. დაზარალებულები ქირით არიან გაყვანილი, ხარჯებს კი ხულოს მერია აანაზღაურებს”,- განაცხადა ხულოს მერმა.