ავტორი:

"ჩვენც ჩვენებურად ვემზადებით სკოლისთვის..." - რას წერს შარტავას ქუჩაზე, ავარიისას დაშავებული დათის დედა?

"ჩვენც ჩვენებურად ვემზადებით სკოლისთვის..." - რას წერს შარტავას ქუჩაზე, ავარიისას დაშავებული დათის დედა?

31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავარიის დროს 8 წლის დათი ქოქაშვილი უმძიმესად დაშავდა. ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში მრავლობითი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, შემდეგ კი ოჯახმა ისრაელში გადაიყვანა. იქ ბიჭს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც დათის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა განმარტა, ისრაელმა თავისი რესურსი ამოწურა, რის გამოც ბავშვის სამკურნალოდ გადაყვანა გერმანიაში გადაწყვიტეს. მან მადლობა გადაუხადა ისრაელის სახელმწიფოს იმისთვის, რომ იქ მისი შვილის სიცოცხლის გადარჩენა უზრუნველყვეს.

ამჯერად ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს:

"ჩვენც ჩვენებურად ვემზადებით სკოლისთვის, მადლობა დიდი Maka Makharoblidze თამუნა გელაშვილი რომ გვაძლევთ საშუალებას დისტანციურად შემოგიერთდეთ და არ ჩამოვრჩეთ კლასს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი სემესტრიდან მაინც შევძლებთ სკოლაში სიარულს" - წერს ბიჭის დედა.