ავტორი:

კიკეთში სროლის დროს დაჭრილი ერთი პირი გარდაიცვალა - რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე და რას აცხადებენ შსს-ში: ახალი დეტალები

კიკეთში სროლის დროს დაჭრილი ერთი პირი გარდაიცვალა - რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე და რას აცხადებენ შსს-ში: ახალი დეტალები

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ერთი პირი გარდაიცვალა. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პერიმეტრი, სადაც შემთხვევა მოხდა, საპატრულო პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული.

დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის არიან ქალები. როგორც ცნობილი გახდა, ორი დაჭრილი ქალბატონი "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში მოათავსეს. როგორც AMBEBI.GE-ს კლინიკაში განუცხადეს, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ამ წუთებში დაჭრილებს სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ში კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთეს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს" - აცხადებენ უწყებაში.