ავტორი:

"ცეცხლი სახლში მყოფ ადამიანებს გაუხსნა... დაჭრილებს შორის სტუმრებიც არიან" - კიკეთში მომხდარი სროლის ახალი დეტალები: რას ჰყვებიან ადგილობრივები?

"ცეცხლი სახლში მყოფ ადამიანებს გაუხსნა... დაჭრილებს შორის სტუმრებიც არიან" - კიკეთში მომხდარი სროლის ახალი დეტალები: რას ჰყვებიან ადგილობრივები?

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ადგილობრივები სავარაუდო დეტალებზე საუბრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, პირი, რომელმაც 5 ადამიანს ცეცხლი გაუხსნა, სავარაუდოდ, თავადაც კიკეთში ცხოვრობს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მან ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილებს შორის სახლში მყოფი სტუმრებიც არიან. მას შემდეგ რაც გასროლა განახორციელა, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, საცხოვრებელი სახლი ასევე დატოვეს სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრებმაც.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მიყოლებით 15-მდე გასროლის ხმა გაიგონა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილობრივებს მიკროავტობუსით გადაჰყავდათ, რა დროსაც გარდაიცვალა.

ნახეთ ასევე: