ავტორი:

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ შემთხვევის ადგილზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბრალდებული კიკეთში დააკავეს.

რაც შეეხება დაკავებულის ავტომანქანას, რომელიც ჩაცხრილულია, კახა მურადაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: