ავტორი:

"უკრაინელებმა ჩაძირეს რუსების გემი, რომელზეც ოკუპანტები იმყოფებოდნენ" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე?

"უკრაინელებმა ჩაძირეს რუსების გემი, რომელზეც ოკუპანტები იმყოფებოდნენ" - რა ვითარებაა  ფრონტის ხაზზე?

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ფრონტზე მოწინააღმდეგის გემი ჩაძირეს, რომლის ბორტზე სამხედრო ტექნიკა იყო განთავსებული და სამხედროები იმყოფებოდნენ, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი“ ავრცელებს.

"გემი, სამხედრო ტექნიკითა და თანმხლები პერსონალით, რუსული ხომალდის გზაზე გაიგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამხრეთ ფრონტზე ვითარება, ზოგადად, სტაბილურად დაძაბულია, თუმცა თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.

"გასული დღის განმავლობაში მტერი განაგრძობდა აქტიურ საჰაერო დაზვერვას, სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვას და უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ 12 ავიაიერიში მიიტანა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთში“ აცხადებენ, რომ უკრაინის ავიაციამ მოწინააღმდეგეს სამი დარტყმა და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 2 რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი გაანადგურა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი 320-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.

"უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში, სამხრეთში, 62 ოკუპანტი და 5 ერთეული ჯავშანმანქანა გაანადგურეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.