ავტორი:

"ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე დაღუპული ყირგიზების რიცხვი 36-მდე გაიზარდ" - ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო

"ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე დაღუპული ყირგიზების რიცხვი 36-მდე გაიზარდ" - ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო

ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკების შედეგად დაღუპული ყირგიზი მოქალაქეების რიცხვი 36-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"ბატკენის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 36-ს შეადგენს“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, დაშავებულია კიდევ 129 ადამიანი.

შეგახსენებთ, ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე მდგომარეობა 14 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.