ავტორი:

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბუკინგემის სასახლეში დღეს დაგეგმილ მიღებას არ დაესწრებიან - რატომ გადაიფიქრა სამეფო ოჯახმა წყვილის მიწვევა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბუკინგემის სასახლეში დღეს დაგეგმილ მიღებას არ დაესწრებიან - რატომ გადაიფიქრა სამეფო ოჯახმა წყვილის მიწვევა

დღეს, ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახი დედოფლის დაკრძალვისთვის ჩასულ მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს. შეხვედრას არ დაესწრებიან მეგან მარკლი და პრინცი ჰარი. ამის შესახებ ინფორმაციას People-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჰარი და მეგანი, თავდაპირველად, ღონისძიებაზე მიიწვიეს, თუმცა შემდეგ, იმ მიზეზით, რომ ისინი აღარ მსახურობენ როგორც სამეფო ოჯახის წევრები, მიწვევა გაუქმდა.

ღონისძიების მასპინძლები მეფე ჩარლზი და მისი ცოლი, კამილა არიან.

გუშინ, პრინცი ჰარი და მეგანი, ჰარის შვიდ ბიძაშვილთან ერთად, ჭირუსფლებად იდგენენ დედოფლის კუბოსთან ვესტმინსტერის დარბაზში. ჰარის მისი ძმის, იულიამსის მსგავსად, ეცვა სამხედრო უნიფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ავალდებულებდა მისი სტატუსი. კერძოდ: ის აღარ ასრულებს სამეფო ოჯახის წევრებისთვის დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებეს.