ავტორი:

"ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის წინაშე მდგომმა რუსეთმა, გაზარდა ლოკაციები, რომლებზეც მზად არის დარტყმისთვის" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

"ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის წინაშე მდგომმა რუსეთმა, გაზარდა ლოკაციები, რომლებზეც მზად არის დარტყმისთვის" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

რუსეთი, გასულ კვირაში მის მიერ განცდილ სამხედრო წარუმატებლობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმების გაზრდით პასუხობს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

"რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ რამდენიმე ათასი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა გაუშვა. თუმცა, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაზარდა. ეს მოიცავდა დარტყმებს ელექტროენერგიის ქსელზე და კრივი რიჰში, მდინარე ინჰულეტის კაშხალზე“, - აცხადებენ უწყებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის მორალურ განადგურებას.

"ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის წინაშე მდგომმა რუსეთმა, სავარაუდოდ, გაზარდა ლოკაციები, რომლებზეც მზად არის დარტყმისთვის, რათა პირდაპირ შეარყიოს უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მორალური მდგომაროება“, - აცხადებენ უწყებაში.