ავტორი:

"ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი - აზერბაიჯანის წინააღმდეგ მისი უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია" - აზერბაიჯანის საგარეო უწყება

"ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი -  აზერბაიჯანის წინააღმდეგ მისი უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია" - აზერბაიჯანის საგარეო უწყება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიერ 2022 წლის 18 სექტემბერს სომხეთში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადება, რომელიც ამახინჯებს რეგიონში არსებულ სიტუაციას, ძალიან სამწუხაროა.პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიუღებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"ზოგადად, ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომეხი წევრების ყოფნა პირდაპირ მეტყველებს ამაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ახლოვდება აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდი, როგორც ჩანს, პელოსი იყენებს ამ ვიზიტს აშშ-ში სომხური ლობის წრეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და საკუთარი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან პოლიტიკური ინტრიგებისა და ლობისტური ინტერესების სომხეთის გავლით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადატანა მიუღებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ნენსი პელოსის განცხადება ხელს უშლის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას.

"ის, რაც ნენსი პელოსიმ სომხეთში განაცხადა, უნდა შეფასდეს, როგორც სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებული განცხადება. ეს სერიოზული დარტყმაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება არა რეგიონში არსებული მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ დაძაბულობის გაზრდას“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის უკანონო და სასიკვდილო თავდასხმებს მკაცრად გმობს.