ავტორი:

ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის გათავისუფლებულ ნაწილებში 10-ზე მეტი "წამების ოთახი“ აღმოაჩინეს

ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის გათავისუფლებულ ნაწილებში 10-ზე მეტი "წამების ოთახი“ აღმოაჩინეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის გათავისუფლებულ ნაწილებში აღმოაჩინეს "წამების ოთახები“ და მოწყობილობები, რომლებსაც რუსული ძალები იყენებდნენ.

"უკვე იპოვეს ათზე მეტი წამების ოთახი ხარკოვის რეგიონის განთავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი განცხადება გააკეთა ხარკოვის საოლქო პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ. პროკურატურის ცნობით, რუსეთის არმიამ აწამა ხალხი ეგრეთ წოდებული "სახალხო მილიციის“ სარდაფში.

"რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ფსევდო-სამართალდამცავი ორგანო, რომლის სარდაფში შეიქმნა წამების პალატა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არაადამიანურ წამებას ექვემდებარებოდნენ“, - აღნიშნავს პროკურატურა.

აღნიშნული ცნობები მოჰყვა მასობრივი სამარხის აღმოჩენას ქალაქ იზუმში. ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ ზოგიერთ ცხედარს აღენიშნებოდა "წამების კვალი“.