ავტორი:

კლასელებისა და პატარა დათის ონლაინ შეხვედრა და ბავშვების გულწრფელი ემოციები - დათი ქოქრაშვილის დედა ბიჭუნას გულშემატკივრებს ახალ კადრებს უზიარებს

კლასელებისა და პატარა დათის ონლაინ შეხვედრა და ბავშვების გულწრფელი ემოციები - დათი ქოქრაშვილის დედა ბიჭუნას გულშემატკივრებს ახალ კადრებს უზიარებს

31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავარიის დროს დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დისტანციურად სწავლას აგრძელებს. ბავშვის დედა ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორი სიხარულით შეხვდნენ კლასელები ონლაინ ჩართვისას დათის.

ბოლო ინფორმაციით, როგორც დათის დედამ განმარტა, ისრაელმა თავისი რესურსი ამოწურა, რის გამოც ბავშვის სამკურნალოდ გადაყვანა გერმანიაში გადაწყვიტეს.

მან მადლობა გადაუხადა ისრაელის სახელმწიფოს იმისთვის, რომ იქაურმა ექიმებმა მისი შვილის სიცოცხლის გადარჩენა უზრუნველყვეს.