ავტორი:

BTU-ში ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამა ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებთან პარტნიორობით განხორციელდება

BTU-ში ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამა ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებთან პარტნიორობით განხორციელდება

BTU-ში ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებთან პარტნიორობით ხორციელდება, საბუთების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის დაწყებისთანავე მისი პარტნიორები იქნებიან: ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ესტონეთი), კორუნიას უნივერსიტეტი (ესპანეთი), კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია), ლეიდენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები). თანამშრომლობის შესახებ ახლახან შედგა თანხმობა პორტოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა (პორტუგალია) და ესპანეთის ბიზნესისა და მარკეტინგის სკოლასთან.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სადოქტორო პროგრამა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერით იწყება.

ხელოვნური ინტელექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სხვადასხვა სექტორში მისი ეტაპობრივი ინტეგრირება, სწავლების პროცესში შესაბამისი გადაწყვეტილებების დანერგვა და ერთიანი სტრატეგიული გეგმის ამოქმედება - აღნიშნულ საკითხებს BTU სადოქტორო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განახორციელებს.

პროგრამაზე მუშაობა 2 წელი მიმდინარეობდა. საერთაშორისო პარტნიორების პარალელურად, მის განხორციელებაში უშუალოდაა ჩართული ადგილობრივი სამინისტროები და ორგანიზაციები. განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროს და მის სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთან, სსიპ საჯარო მართვის ბიუროსთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ციფრული მმართველობის დანერგვაზე. სადოქტორო პროგრამა აღნიშნულ უწყებებს შესაბამისი მეცნიერ-მკვლევრებით დაეხმარება.

სადოქტორო პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკაცია არის „საჯარო მმართველობის დოქტორი“. პროგრამის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 აკადემიური წელს შეადგენს.

პროგრამაზე საბუთების მიღება 20 სექტემბრიდან დაიწყება და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

R