ავტორი:

მეოცნებე ბიჭი, რომელმაც ნეაპოლს თავი შეაყვარა - ხვიჩას გზა დიდ წარმატებამდე

მეოცნებე ბიჭი, რომელმაც ნეაპოლს თავი შეაყვარა - ხვიჩას გზა დიდ წარმატებამდე

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერულ წარმატებაზე ზედმეტი საუბარი აღარ ღირს, ქართველმა ვარსკვლავბიჭუნამ ყველას დაანახა, რომ ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელის სტატუსის მოსარგებად ყველაფერი აქვს, თანაც გუნდში მშვენიერი სიტუაციაა, "პარტენოპეი" ლაღ და თავისუფალ ფეხბურთს თამაშობს, ბევრი გოლი გააქვს, ბევრ მომენტსაც ქმნის და ყოველი შედეგიანი გასროლის შემდეგ წარმატებას ერთ გუნდად აღნიშნავენ.

ალბათ, ყველას გვახსოვს, როცა ნობელ არუსტამიანთან ჩაწერილი ინტერვიუსას "კვარამ" თქვა, რომ ბაზაზე ცხოვრობს და როცა უნდა, დამატებით ვარჯიშობს. ამდენ შრომას შედეგი უნდა გამოეღო და შედეგი სახეზეა,

გავლენიანი გამოცემები, ლეგენდარული ფეხბურთელები, არცთუ უსაფუძვლოდ, ქართველს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ და რა არის კვარაცხელიას მაქსიმუმი? ჩვენ ეს არ ვიცით. ლეონიდ სლუცკიმ და იური სიომინმა თქვეს, რომ ხვიჩას ზედა ზღვარი არ აქვს და საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ასეა...

ვუყურებთ თამაშს და არ ვაკვირდებით, ვინ დგას "პარტენოპეის" პირისპირ, იქნება ეს უმაღლეს ლიგაში ახლად აღზევებული "მონცა", სკუდეტოს მოქმედი ჩემპიონი "მილანი" თუ ჩემპიონთა ლიგის მეორეადგილოსანი "ლივერპული", მსოფლიო მედია მარცხენა ფლანგზე მოთამაშე გრძელთმიან ბიჭს აკვირდება, რომელიც მცველებს "ნეაპოლურ ტარანტელაზე აცეკვებს" განაგრძეთ კითხვა - sportall.ge