ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოშია - მას თან ახლავს შეყვარებული: რა ფოტოები ვრცელდება აეროპორტიდან?

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოშია - მას თან ახლავს შეყვარებული: რა ფოტოები ვრცელდება აეროპორტიდან?

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოშია. ფეხბურთელი თბილისის აეროპორტში "რადიო თავისუფლებამ" (ფოტოგრაფი: ოთარ მაღლაკელიძე) გადაიღო. ფოტოებზე ჩანს, რომ მას თან ახლავს შეყვარებული, ნიცა თავაძე.

კვარაცხელია საქართველოს ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე ჩამოვიდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 სექტემბერს "დინამო არენაზე", "ერთა ლიგის" ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეყვარებული ნეაპოლში ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ჩავიდა. იტალიური მედია წერდა, რომ გოგონა კვარაცხელიას მატჩებს ესწრებოდა. ნიცამ დიდი ხანია სოციალურ ქსელში ყველა ფოტო წაშალა. იტალიაში ყოფნის დროს, პერიოდულად ინსტაგრამზე სთორებს აქვეყნებდა, რომელიც ძირითადად ხვიჩას მატჩებზე იყო გადაღებული. ბოლო სთორი ნიცას ნაპოლის თამაშიდან 22 საათის წინ აქვს გამოქვეყნებული.

კვარაცხელიასთან ერთად აეროპორტში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს მგზავრებმა და ქართველმა სპორტსმენებმა.