ავტორი:

დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიის საჯარო ნაწილი დასრულდა

დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიის საჯარო ნაწილი დასრულდა

დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიის საჯარო ნაწილი დასრულდა. დედოფალი უინძორის ციხესიმაგრის წმინდა გიორგის სამლოცველოშია დასვენებული.

შოტლანდიური და ირლანდიური პოლკების სტვირების ხმაზე და სასახლის კავალერიის წევრებით გარშემორტყმულ მსვლელობას უინძორის ციხესიმაგრის ოთხკუთხედამდე მისასვლელად 25 წუთი დასჭირდა.

ათასობამდე ადამიანი შეიკრიბა უინძორში, რათა დიდი ეკრანებით თვალი ედევნებინა დედოფლის მსახურებისთვის. შემდგომ ეროვნული ჰიმნიც შესრულდა.

დედოფალს მიწას დღეს მოგვიანებით მიაბარებენ, მისი გარდაცვლილი მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის გვერდით, თუმცა ღონისძიებას მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები დაესწრებიან.

სამეფო გლოვის პერიოდი კიდევ ერთი კვირით - 26 სექტემბრის ბოლომდე - გაგრძელდება.