ავტორი:

"ხვალ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვამზადებთ გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე" - ზელენსკი

"ხვალ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვამზადებთ გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

"ხვალ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე - ჩვენ ვამზადებთ გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სიგნალები ჩვენი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.

"ეს არის გლობალური უსაფრთხოების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ელემენტი და უკრაინას აქვს სათქმელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს ექნება ონლაინ შეხვედრების სერია ამერიკელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა დონეზე - თავდაცვა, ფინანსები, ეკონომიკა, დიპლომატია“, - დასძინა ზელენსკიმ.