ავტორი:

"ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი - პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის, ის უკვე ცუდი ბიჭი არ არის, "ჩმორია“ - ნიკა გვარამია

"ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი - პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის, ის უკვე ცუდი ბიჭი არ არის, "ჩმორია“ - ნიკა გვარამია

"სრულიად გასაგები გახდა, რომ ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა - ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი, ის უკვე ცუდი ბიჭი არ არის, "ჩმორია“, - ამის შესახებ "მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • როგორც გვარამია განმარტავს, პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად სრულიად გასაგები გახდა, რომ ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა, რასაც ვულოცავ ჩემს თავს, მთელ საქართველოს და ჩემ შვილებს.

დროის საკითხია, რომ მომავალ წელს ამ დროს უკრაინა გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში იქნება ყირიმის გამოკლებით. სრულიად აღმაფრთხოვანებელია ზელენსკის განცხადებები, არცერთი შეცდომა ამ ქვეყანას და მის პრეზიდენტს არ დაუშვია.

ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი. ეს კაცი აღარ არსებობს იმ ძალმოსილებით, როგორითაც არსებობდა ათეულობით წლები. პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის, იცით, რომ ხუთოსნებს შორის ცუდი ბიჭები ყოველთვის უფრო ძლევამოსილად გამოყურებიან. ახლა ის გადავიდა ცუდი ბიჭების ლიგაში და ის უკვე ცუდი ბიჭი არ არის, "ჩმორია“,- აღნიშნავს ნიკა გვარამია.