ავტორი:

"ჩვენში გრძელი, თხასავით წვერის ტარების ახალი მოდა დამკვიდრდა" - მათ, ვინც მეჩეთში დადის, კადიროვი გრძელი წვერის ტარებას უკრძალავს

"ჩვენში გრძელი, თხასავით წვერის ტარების ახალი მოდა დამკვიდრდა" - მათ, ვინც მეჩეთში დადის, კადიროვი გრძელი წვერის ტარებას უკრძალავს

ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რესპუბლიკის იმ მაცხოვრებლებმა, რომლებიც მეჩეთში არ დადიან, გრძელი წვერი უნდა გაიპარსონ. kavkazr-ის ცნობით, კადიროვმა აღნიშნულის შესახებ რეგიონული მთავრობის მორიგ სხდომაზე გაანაცხადა.

"ჩვენში გრძელი, თხასავით წვერის ტარების ახალი მოდა დამკვიდრდა. ადამიანები მათ ყოვლისშემძლე ღმერთის პატივსაცემად არ ატარებენ, ვინაიდან და რადგანაც ის, ვინც უზენაესი ღმერთის გამო იზრდის ასეთ წვერს, ის აუცილებლად უნდა დადიოდეს მეჩეთში, მას არ უნდა ჰქონდეს რესტორნების დრო და უნდა ლოცულობდეს.

თუ გრძელი წვერის მქონე ადამიანები მეჩეთში დადიან, მაშინ გასაგებია. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რამხელა სიგრძის წვერი ექნებათ მათ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, პოლიტიკისთვის კეთდება, იმიჯისთვის", - აღნიშნა კადიროვმა.

მისი თქმით, კაცებს, რომლებსაც მაისურებიდან მუცელი და ზურგი უჩანთ, მოკლე და კარგად მოვლილი წვერი უნდა ჰქონდეთ.

მისი თქმით, კაცებს, რომლებსაც მაისურებიდან მუცელი და ზურგი უჩანთ, მოკლე და კარგად მოვლილი წვერი უნდა ჰქონდეთ.

წყარო: kavkazr.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა